15 ივნისს, საინვენტარიზაციო კომისიის (შემაჯამებელი) სხდომა გაიმართა
დღეს 15 ივნისს, საინვენტარიზაციო კომისიის (შემაჯამებელი) სხდომა გაიმართა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე , მერის მოადგილე თამარ ბელქანია უძღვებოდა.
აღნიშნულ სხდომას კომისიის წევრები- სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
1. დანაკლისების და დანაკარგების გამოვლენა.
3..ბალანსზე რიცხული ხმარებისათვის უვარგისი ინვენტარის რაოდენობის დადგენა.
3.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ქონების ნუსხა, რომელიც ჩამოწერას ექვემდებარება.
თამარ ბელქანიამ აღნიშნა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის N:ბ126.126220841 25.03.2022 წ. ბრძანებით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ჩატარდა ინვენტარიზაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის N605 23.07.2010 წლის ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების,მოხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
საინვენტარიზაციო აღწერა განხორციელდა ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. მოხდა ქონების ვიზუალური დათვალიერება კომისიის წევრების მიერ და ფოტოგრაფირება.
შესწავლილ იქნა ქონების ტექნიკური მახასიათებლები. აგრეთვე ქონების საფინანსო მაჩვენებლები (ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა, ცვეთის დარიცხვა, საწყისი საბალანსო და ნარჩენი ღირებულება და ა.შ.)
მოხდა საინვენტარიზაციო აღწერის მონაცემების დანაკლისების გამოვლენა.
გამოვლენილ დანაკლისებზე კი ინფორმაციის მოძიება, მიზეზების დადგენა და ამის საფუძველზე,შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა.
დანაკლისების აღმოსაფხვრელად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება .
კომისიის მუშაობის მასალებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე, საივენტარიზაციო კომისია საბოლოოდ აკეთებს დასკვნას მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის შედეგებით.
თამარ ბელქანიამ დადებითად შეაფასა კომისიის მუშაობა და აღნიშნა, რომ საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობის შედეგების ამსახველი მასალები განსახილველად და დასამტკიცებლად მერს წარედგინება.