16 მაისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა
16 მაისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ: მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მერაბ შონია, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, სახაზინო მომსახურებისა და შემოსავლების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ირაკლი ეგია და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:
წარჩინებულ სტუდენტთა სწავლის საფასურის თანაგადახდის ფარგლებში დაფინანსდნენ და-ძმა ქრისტინა და ფალანდა ღვინჯილიები;
თირკმლის დიალეზზე მყოფი პაციენტები,ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფის ფარგლებში;
მუდმივად და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე, იშვიათი დაავადების მქონე პაციენტები;
შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციარები;
სამამულო ომის მონაწილე მოქალაქე;
დედ-მამით ობოლი ბავშვები;
ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები;
ბენეფიციარები ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;
ბენეფიციარები ახალშობილ ოჯახთა ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;
დაფინანსდა სარიტუალო ხარჯები.