ცხელი ხაზი : 599647050

17-19 ივნისს წალენჯიხა ლიტერატურულ ფესტივალ "გრანელს" უმასპინძლებს

14 ივნისი, 2022

17-19 ივნისს წალენჯიხა ლიტერატურულ ფესტივალ "გრანელს" უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა იქნება წარდგენილი. გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვაც.

პროექტი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია წალენჯიხის განვითარების ჯგუფი.

 

ფესტივალის პროგრამა:

დღე I , 17 ივნისი / წალენჯიხა - გრანელის პარკი

13:00 – 18:00 წიგნის ბაზრობა

ლიტერატურული პროგრამა:

13:00 – 13:30 ოფიციალური გახსნა

სპიკერები: გია ხარჩილავა, გვანცა ჯობავა, მამუკა ხაზარაძე

13:30 – 14:00 წიგნის პრეზენტაცია: ლერი ალიმონაკი, „ჩემი გვარი გრანელი“

მოდერატორები: ზვიად კვარაცხელია/გია ხარჩილავა

სპიკერი: ლერი ალიმონაკი

14:00 – 14:30 დისკუსია: თანამედროვე ქართული მოთხრობების კრებულის „სუფთა ფურცელი“ წარდგენა;

სპიკერები: ეკა ტოგონიძე/ დეა მეტრეველი

14:30 – 15:10 თემურ ელიავას და ბუბა სორდიას პოეტურ-მუსიკალური პერფორმანსი

15:10 – 15:40 დისკუსია: ქართული ლიტერატურა თარგმანებში - ევროკავშირის ლიტერატურული პრემია

მოდერატორი: გვანცა ჯობავა

სპიკერი: ივა ფეზუაშვილი

15:40 – 16:20 დისკუსია: რას ამბობს უღელტეხილი - ქალი მწერლები აფხაზეთის თემით

მოდერატორი: ეკა ტოგონიძე

სპიკერები: თეონა დოლენჯაშვილი / შორენა ლებანიძე/

16:20 – 16:50 ლექცია: „პატარა ქვეყანა“;

ღონისძიება იმართება ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ფარგლებში, რომლის მიზანია საზოგადოებაში ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების გაზრდა.

სპიკერი: ლაშა ბუღაძე.

17:50 - 17:20 წიგნის პრეზენტაცია: ერეკლე დეისაძის „საქართველოს მოქალაქე“

მოდერატორი: პაატა შამუგია

სპიკერი: ერეკლე დეისაძე

18:00 - ფილმის ჩვენება: ბესო სოლომონაშვილი /დუტა სხირტლაძე - „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (წალენჯიხის კინოთეატრი)

დისკუსია

დღე II, 18 ივნისი / ჯვარი - კულტურის სახლი

13:00 – 17:00 წიგნის ბაზრობა

ლიტერატურული პროგრამა:

13:00 – 13:35 დისკუსია/წიგნის პრეზენტაცია: საუბრები ლეო ქიაჩელზე და ილია ჭანტურიას ახალი წიგნის - „გემი დავლანდე“ წარდგენა;

მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია

სპიკერი: ილია ჭანტურია

13:35 – 14:05 წიგნის პრეზენტაცია: თანამედროვე ქართული მოთხრობების ანთოლოგიის „33 ამბავი“ წარდგენა;

სპიკერი: ირაკლი შამათავა

14:05 – 14:35 პოეზია: „ომი და პოეზია“

სპიკერები: დიანა ანფიმიადი, ნატო ინგოროყვა, თეა თოფურია

14:35 – 15:10 დისკუსია: მოზარდების ლიტერატურა - „ნათიას და თათიას თავგდასავალი“, „უჩინარი სახლი“, „ორდროშობანა“

მოდერატორი: ნატო ინგოროყვა

სპიკერები: შოთა იათაშვილი, თეა თოფურია, ტორესა მოსი

15:10 – 15:45 ლექცია: „პოეზია როგორც სიზმარი“

სპიკერი: რატი ამაღლობელი

15:45 – 16:15 დისკუსია/პოეზია: სამოქალაქო პოეზია

სპიკერები: პაატა შამუგია/გიორგი შონია/ნიკა ლაშხია

17:00 - ფილმის ჩვენება: მარი გულბიანი - „სანამ მამა დაბრუნდება“

18:00 - ანსამბლი „სამა“, ხელმძღვანელები: გიორგი მატუა, ჟანა ქარდავა. კომპოზიცია: „არა ომს“

დღე III, 19 ივნისი

წალენჯიხა

11:00 თანამედროვე ხელოვნების გალერეის და ლევან ცუცქირიძის სახელობის სამხატვრო სტუდიის გახსნა (სალიას ქ. 9)

ფახულანი, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორია

ფესტივალის დახურვის ღონისძიება

13:00-14:30 ფესტივალის შეჯამება: გვანცა ჯობავა, თამარ ბელქანია, თეონა დოლენჯაშვილი

პოეზია: რატი ამაღლობელი, პაატა შამუგია, ნიკა ლაშხია, დიანა ანფიმიადი, ნატო ინგოროყვა, გიორგი შონია, თეა თოფურია, შოთა იათაშვილი, ერეკლე დეისაძე, თემურ ელიავა

შეიძლება იყოს ტექსტი-(ი)ს გამოსახულება

 

გააზიარე