ცხელი ხაზი : 599647050

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

1 დეკემბერი, 2022

 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აქტიური მხარდაჭერით, დღეს, 1 დეკემბერს, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

 ბიუჯეტის საკითხებზე პრეზენტაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა წარადგინა.

 პრეზენტაციის მსვლელობისას დეტალურად იქნა წარმოდგენილი პრიორიტეტები:

მათ შორის:

ინფრასტრუქტურული-საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გარეგანათება, კეთილმოწყობა.

 გარემოს დაცვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა,ჩამდინარე წყლები, გამწვანება,მიუსაფარი ცხოველები.

 განათლება-სკოლამდელი განათლება.

 სპორტი,კულტურა,ახალგაზრდობა,რელიგია

 ჯანდაცვა და სოციალური სფერო-ჯანდაცვა,სოციალური,სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა,სარიტუალო მომსახურება,უფასო კვება,ტრანსპორტი,გენდერული თანასწორობა.

 ეკონომიკური განვითარება-სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა,ტურიზმის განვითარება.

 შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები,საზოგადოების წევრები, სათემო საბჭოების წარმომადგენლები,მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით,საკრებულოს წევრები და სხვა პირები.

 მოქალაქეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ივანე ბურდულმა და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ.

 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ვადა 10 დეკემბრამდეა.

 

გააზიარე