ცხელი ხაზი : 599647050

22-23 ივნისის სტიქია

24 ივნისი, 2022

  22-23 ივნისს, სტიქიამ,ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააზიანა შიდა საუბნო გზები, ხიდბოგირები, ნაპირდამცავი გაბიონები, დაიტბორა სავარგულები.

 აღნიშნულიდან გამომდინარე,სტიქიის შემსწავლელი კომისია სწავლობს მიყენებული ზარალის ოდენობას,რათა დროულად მოხდეს პრობლემების აღმოფხვრა.

  შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ კი, მასალები გადაეგზავნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის.

 

გააზიარე