ცხელი ხაზი : 599647050

23 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

23 ივნისი, 2022

დღეს, 23 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაჩანა ქანთარია უძღვებოდა.

აღნიშნულ სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, საკრებულოს წევრები, მერიის სოციალური მომსახურებისა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მერაბ შონია და ა(ა)იპ წალენჯიხის სათნოების სახლის დირექტორი გიორგი ჭანია ესწრებოდნენ.

დღის წესრიგით 2 საკითხი განიხილებოდა:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის N 2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ სათნოების სახლი 2016 წლიდან , 2013 წლის 25 დეკემბრის N106 განკარგულებით ხელმძღვანელობდა.რომელიც განსაზღვრავდა ა(ა)იპ სათნოების სახლი“-ს უფასო სასადილოებში ბენეფიციართა აყვანის შერჩევის კრიტერიუმებს.რომელიც საჭიროებს ცვლილებებს, კონკრეტულად კი,2021 წლამდე იშვიათი გამონაკლისის გარდა ბენეფიციარი უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 100 000-ს, დღეის მდგომარეობით, კი შეცვლილია ზედა ზღვარი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით და შეადგენს 120 000 სარეიტინგო ქულას.

ასევე, განსაახლებელია ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები.

ფინანსური თვალსაზრისით, დადგენილება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საკრებულოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ა(ა)იპ წალენჯიხის სათნოების სახლის დირექტორმა გიორგი ჭანიამ და მერიის სოციალური მომსახურებისა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მერაბ შონიამ უპასუხეს.

 

გააზიარე