ცხელი ხაზი : 599647050

26 აპრილს სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

26 April, 2022

 

  26 აპრილს სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

 სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა თავმჯდომარეობდა.

 სხდომას სატენდერო კომისიისა და ამავე კომისიის აპარატის წევრები ესწრებოდნენ.

  დღის წესრიგით განიხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო -საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ (აუქციონის გარეშე) ელექტრონულ ტენდერში (სატენდერო განცხადების ნომერი NAT220006130) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემდგომი დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა.

  კომისიამ დაადგინა:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო -საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (სატენდერო განცხადების ნომერი NAT 220006130), მონაწილე პრეტენდენტის შპს 2008-ს ხელმძღვანელს დაევალოს 3(სამი)სამუშაო დღის ვადაში,2022 წლის 29 აპრილის ჩათვლით წარმოადგინოს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, ორგანიზაციის გამოცდილების და პერსონალის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

გააზიარე