ცხელი ხაზი : 599647050

26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი

26 May, 2022

 გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

 დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ.

 კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრისა და ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა, სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა,ასევე, ქალაქ ჯვარის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლმა-„სამამ“.

 აღსანიშნავია, რომ კონცერტის დასასრულს, ანსამბლმა „სამამ“ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად უკრაინული ტრადიციული ცეკვა შეასრულა.

 

გააზიარე