28 მაისს, ქალაქ რუსთავში, საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება რბოლა ,,დრაგ სერიებში“, სადაც მონაწილეობას წალენჯიხელი მიიღებს
28 მაისს, ქალაქ რუსთავში, საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება რბოლა ,,დრაგ სერიებში“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მეზობელი ქვეყნებიდან, სქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული მრბოლელები, მათშორის ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი, წალენჯიხის სახელით იასპარეზებს A – კლასის კატეგორიაში მრბოლელი, ვახტანგ მიქავა,რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრი გაუწევს.
მრბოლელის თქმით: მანქანა, რომლითაც ის იასპარეზებს არის, მესამე სერიის ,, BMW ,” რომლის მოდიფიკაცია ეკუთვნის თავად მრბოლელს და მის გუნდს.
მანქანის ტექნიკური მახასიათებლები: გაიზარდა 193-280 ცხენამდე.მოკლე აღწერით ძრავში შეიცვალა -შინ შემშვები და გამშვები სისტემები, პროგრამული გაძლიერება და დიფერენციალი.
ვახტანგ მიქავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის დირექტორს გელა თოლორაიას შეხვდა და გააცნო ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ჩემპიონატის შესახებ.
მერმა, ახალგაზრდა სპორტსმენს მადლობა გადაუხადა წალენჯიხის სახელით სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და წარმატებები უსურვა.