9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში თემატური საჯარო ლექცია გაიმართა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში თემატური საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია უძღვებოდა.
მონიტორზე ნაჩვენები იქნა საარქივო მასალები თუ როგორ ვითარდებოდა 9 აპრილი.
წარმოდგენილი იყო1989 წლის რუსეთის სპეც არქივის დავული დოკუმენტები, თუ რა ხდებოდა რეალურად 7-დან 10 აპრილის ჩათვლით.
საარქივო მასალები 2003 წელს აშშ-ს კენედის სახელობის არქივმა გადაიწერა რსფსრ-ს არქივიდან და 2009 წელს ქართულ არქივს აჩუქა.
ნაჩვენები იყო ასევე ვიდეო კადრები 9 აპრილის ქრონიკიდან.
დღევანდელ ღონისძიებას ონლაინ, უკრაინიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, 9 აპრილის პროცესების თანამონაწილე გიორგი ხარჩილავა ჩაერთო.
ის დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და კიდევ ერთხელ გაიხსენა 9 აპრილის ტრაგედია. მიმიიხილა ისტორიული ფაქტები. ისაუბრა ეროვნულ ცნობიერებაზე.
მერმა ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა, ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე, ომის მნიშვნელობასა და ეროვნული ცნობიერების როლზე ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი დარსალია, მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, კულტურის მუშაკები, პედაგოგები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები, ახალგაზრდები.
შეხვედრის დასასრულს,დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს თამარ ბელქანიას და სთხოვეს ხშირად მოეწყოს მსგავსი სახის საჯარო ლექციები საზოგადოებისათვის.