ცხელი ხაზი : 599647050

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

9 April, 2022

 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.

 ამ დღესთან დაკავშირებით,დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თემატური ღონისძიებები გაიმართა.

  ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხელოვნების მუშაკებმა და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა 9 აპრილის სკვერში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სკვერი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს.

   სკვერში ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა.ანსამბლ "ბედინერა"-ს წევრებმა "შავლეგო",ასევე სხვა ქართულ-ხალხური საგალობლები შეასრულეს.

  სახელოვნებო -საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებმა ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

 მამა ილია სარიამ დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად პანაშვიდი გადაიხადა.

 

გააზიარე