ცხელი ხაზი : 599647050

9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

9 April, 2022

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული განყოფილების საკონცერტო დარბაზში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

  ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის პედაგოგი ლალი ვაშაკიძე.

  ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, კულტურის ცენტრის მუშაკები, ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები.

  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და 9 აპრილის მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით ისაუბრეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ,ა(ა)იპ სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა თამარ კვარაცხელიამ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრმა ავთო კინწურაშვილმა.

 ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრმა გაიხსენა 90-იანი წლები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ტკივილზე,რაც ყველაზე მეტად განიცადა 90 წლებში წალენჯიხამ.ასევე ისაუბრა, ეროვნულ მოძრაობაზე და საქართველოს პირველ პრეზიდენტზე.

 ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ვიდეო-კლიპი მუსიკოს-შემსრულებლის ლევან ლუკავას მონაწილეობით,რომელიც უკრაინის ტრაგედიას ეძღვნება.

  სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები 9 აპრილთან დაკავშირებით.

  შესრულდა ქართულ- ხალხური სიმღერები.

  ღონისძიების დასასრულს,ა(ა)იპ სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა თამარ კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა დავით ოდიშარიას ელექტრო პიანინოს საჩუქრად გამოგზავნისთვის.

 

 

გააზიარე