ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
დღეს, 2 ივნისს, წალენჯიხის მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლში,ამავე ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი თეო კვარაცხელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ წარუდგინა და მას პროფესიული წარმატებები უსურვა.
თეო კვარაცხელიამ
1994-1999 წლებში დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი,სპეციალობით გახლავთ ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
2007 წელს გაიარა ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის დაუსწრებელი ფაკულტეტის კომპიუტერულ ცენტრში" Microsoft Windows, Word, Excel,Internet პროგრამები.
2010წელს აიპ. ,განათლების ინსტიტუტი.,
2010 წელს დაამთავრა სსიპ. ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი"-სპეციალობით: ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".
2007-2008 - 2010 წლებში მუშაობდა ჯგალის საჯარო სკოლაში -ისტ.მასწავლებელი(-საგაკვეთილო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით)და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.
2008-2011წლებში გახდა -აიპ.,,განათლების პროფესიული სინდიკატის" -წალენჯიხის განათლების პროფესიული სინდიკატის ლიდერი.
2010-2011წლებში მუშაობდა ჯგალის საჯარო სკოლაში აიტ.მენეჯერად.
2011წლიდან კი, მუშაობდა წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრში უფროს კოორდინატორად.