ცხელი ხაზი : 599647050

არასამეწარმეო იურიდიული პირების ახალი ხელმძღვანელების წარდგენა

7 მარტი, 2022

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო- საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის, ა(ა)იპ სასპორტო, ა(ა)იპ საფეხბურთო ცენტრის წარმომადგენლებს, ასევე ჟორა მზარეულას სახელობის საჭადრაკო სკოლისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებსა და ოსტატებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

 დღეიდან ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო- საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრს ლანა შენგელია,

ა(ა)იპ სასპორტო ცენტრს გელა თოლორაია, ა(ა)იპ ფეხბურთის ცენტრს კი ელგუჯა სონგულია უხელმძღვანელებს.

 თამარ ბელქანიამ წარდგენისას მადლობა გადაუხადა ყოფილ ხელმძღვანელებს გაწეული საქმიანობისათვის და ახალებს გზა დაულოცა მომავალ საქმიანობაში.

 "ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალი თაობები ჯანსაღ გარემოში აღიზარდონ. ერთად შევძლოთ სიკეთის კეთება, თქვენს გვერდით ვართ და ერთად ვაკეთოთ სიკეთე წალენჯიხისათვის/ საქართველოსთვის" აღნიშნა თამარ ბელქანიამ.

  დღესვე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელები წარადგინა.

 ქალაქ წალენჯიხაში ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად გელა კვარაცხელია დაინიშნა,ქალაქ ჯვარის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს მინდია ჯინჯოლავა უხელმძღვანელებს.

 "ერთად ყოფნით, ბევრი რამ შეიცვალება მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქალაქის კეთილმოწყობისათვის.ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ სიკეთის კეთება, ყველა წალენჯიხელისათვის"- აღნიშნა ლაშა ზარქუამ.

 

https://www.facebook.com/TsalenjikhaMunicipality/photos/pcb.4920868971338766/4920866931338970/

გააზიარე