ცხელი ხაზი : 599647050

არტ-ფესტივალის ფარგლებში, წალენჯიხის არტ-გალერეაში სასწავლო პროცესის პირველი ეტაპი, დღეს 11 ივლისს დაიწყო

11 ივლისი, 2022

  არტ-ფესტივალის ფარგლებში, წალენჯიხის არტ-გალერეაში სასწავლო პროცესის პირველი ეტაპი, დღეს 11 ივლისს დაიწყო.

  პროექტის ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად მოზარდები(I-XI კლასის ჩათვლით) წალენჯიხის, ზუგდიდის,სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებიდან დარეგისტრირდნენ, სულ 100-მდე მოზარდმა გაიარა რეგისტრაცია.

 მასტერკლასებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორები და სტუდენტები ჩაატარებენ.

  ერთი კვირის განმავლობაში სტუმრები გაეცნობიან ჩვენს მუნიციპალიტეტს და სამხატვრო გალერეაში შთაბეჭდილებებს ტილოზე გადაიტანენ.

 მოზარდებს სასწავლო პროცესის დაწყება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და სამხატვრო აკადემიის პედაგოგმა თამარ თაყაიშვილმა მიულოცეს.

 არტ-ფესტივალი 2022 მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

გააზიარე