ბადრი შანავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
ქალაქ წალენჯიხაში,ბადრი შანავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
4.232-კმ-იანი გზა სრულად რეაბილიტირდება.
შიდა მნიშვნელობის გზა 7 ჩიხისა და 1 ცენტრალური ნაწილისაგან შედგება.
სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით 2. 098 026 ლარით ფინანსდება.
სამუშაოების განხორციელების შედეგად მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს.