ბაზრის წინ მდებარე ტერიტორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ქალაქ წალენჯიხაში სალიას ქუჩაზე,ბაზრის წინ მდებარე ტერიტორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
არსებული ამორტიზირებული ბეტონის საფარისა და ბორდიურის დანგრევა-დემონტაჟის დასრულების შემდეგ ტროტუარების მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო, რაც ბეტონის საფარისა და ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოეწყობას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა კვარაცხელია ადგილზე გაეცნო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ათენ როუდ-ი ასრულებს.