ბონდის ხიდის რეაბილიტაცია
მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული ხიდი მედანის ადმინისტრაციული ერთეულის საფიფიოსა და ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის ლეჩანგელიეს უბნებს ერთმანეთთან აკავშირებს.
სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა,ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია და მერის წარმომადგენელი მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში იური მიქავა მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.