ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხას ესტუმრა

29 ივლისი, 2022

დღეს წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალიასთან და პარტია “საქართველოსთვის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ფახულანისა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა, ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების მდგომარეობას, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და მოისმინა მათი პრობლემები.

სოფელ ეწერფერდშიც შეხვდა ადგილობრივებს, რომელთა საკარმიდამო ნაკვეთებთან ახლოს გადის მაღალი ძაბვის ხაზები და რის გამოც გამოთქვამენ უკმაყოფილებას.

ასევე, დაათვალიერა ჭალე-ფახულანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა.

 

 

 

 

 

გააზიარე