წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო ხიდის სამუშაოები დაიწყო
➡️ შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის
საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, მდ. ენგურზე არსებული სახიდე
გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის
სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.
➡️ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
➡️ მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Service ასრულებს.
➡️ სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ხუთი მილიონ ხუთასი ათას ლარს შეადგენს.
➡️ არსებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, ახალი ალტერნატიული ხიდი, სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს.
➡️ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია.
https://www.facebook.com/163369923755385/photos/a.2736025293156489/2736025656489786/?type=3&theater
https://www.facebook.com/163369923755385/photos/a.2736025293156489/2736025629823122/?type=3&theater
https://www.facebook.com/163369923755385/photos/a.2736025293156489/2736025483156470/?type=3&theater