წალენჯიხაში სათემო საბჭოების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა
წალენჯიხაში სათემო საბჭოების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.
დღეს, 11 ივნისს, წალენჯიხის კინოთეატრში სათემო საბჭოების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ კოალიციური მმართველობის პირველი ეტაპი შეაჯამა და ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში სათემო არჩევნების როლს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში იაგო წიკლაური და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ამასთან, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერიას, სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრსა და საინფორმაციო სააგენტო C|news შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ, CIIC_ის აღმასრულებელმა დირექტორმა ხათუნა ლაგაზიძემ, ბლოკჩეინის სისტემების საერთაშორისო ექსპერტმა დავით კიზირიამ და C|News-ის დირექტორმა, გოჩა მირცხულავამ მოაწერეს.
ხელშეკრულების მიზანი ,,საზოგადოებრივი დარბაზის შექმნაა", რომელიც, თავის მხრივ, მუნიციპალური მნიშვნელობის საკითხებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს.