ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება იწყება

24 აგვისტო, 2022

  წალენჯიხაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება იწყება.

  გიორგი ხარჩილავა და თამარ ბელქანია ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარსა და გიორგი ღვინჯილიას ონლაინ შეხვედნენ.

  შეხვედრაზე ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებაზე იყო საუბარი. სათავგადასავლო, საცხენოსნო, კულინარიული, ეთნო, ეკო, ექსტრემალური თუ სხვა სახის ტურიზმის პოტენციალი მუნიციპალიტეტს ნამდვილად გააჩნია.

  შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ აუცილებელია ტურიზმის მართვის სადავეები იქნეს აღმოჩენილი.

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას თქმით, სექტემბრის დასაწყისში ქალაქ თბილისში გაიმართება შესაბამისი დონორი ორგანიზაციებისა და პერსონების სამუშაო შეხვედრა, ხოლო სექტემბრის შუა რიცხვებში ტურიზმის ფორუმი წალენჯიხაში დაიგეგმა.

 

გააზიარე