ცხელი ხაზი : 599647050

 წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" დღეს, 2 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა.

2 ივლისი, 2023

 წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" დღეს, 2 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა.

 ფესტივალის ფარგლებში გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც 20-მდე გამომცემლობამ მიიღო მონაწილეობა.

 ფესტივალის ფარგლებში გამომცემლებმა საფესტივალო ფასდაკლებები შესთავაზებეს ადგილობრივ მკითხველებს.

 ფესტივალზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი გამომცემლობები:

 გამომცემლობა აგორა

 ჩემი გამომცემლობა

 გამომცემლობა შემეცნება

 გამომცემლობა მანდარინი

 გამომცემლობა მედუზა

 გამომცემლობა დიოგენე

 გამომცემლობა ზიარი

 გამომცემლობა არტანუჯი

 გამომცემლობა ინტელექტი

 წიგნის მაღაზია booksale

 წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუა

 გამომცემლობა საქწიგნი

 სულაკაურის გამომცემლობა

 გამომცემლობა პალიტრა L

 გამომცემლობა აქტი

 გამომცემლობა ჯადოსნური სახლი

 გამომცემლობა სიესტა

 გამომცემლობა წიგნი+ერი

 ფესტივალის ფარგლებში 30-მდე ავტორმა გამართა მკითხველთან შეხვედრა.

  გიორგი კეკელიძემ წარადგინა ახალი წიგნი “ხვიჩა - ვარსკლავი, სახელად ვარსკვლავი”.

 მაყურებლების წინაშე წარსდგნენ ასევე თემურ ელიავა,ზვიად კვარაცხელია,ეთერ თათარაიძე და სხვა მწერლები.

 ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის კი, პრემია "გრანელი"- ეთერ თათარაიძეს გადაეცა.

 წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემიის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ და აქვე ითქვა,რომ აკადემიის ორი კურსდათავრებული ნიკო კვარაცხელიას სახელობის სტიპენდიანტი გახდა.

 დღის ბოლოს კი, გაიმართა ქართველი ფოტოხელოვანის,ირმა შარიქაძის მასტერკლასების დასკვნითი,შემაჯამებელი გამოფენა,სახელწოდებით-"სადაც მთები აღარ სდუმს.

+28

გააზიარე