ცხელი ხაზი : 599647050

 წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" დღეს დასრულდა.

3 ივლისი, 2023

 წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" დღეს დასრულდა.

 ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში დღეს, 3 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გრანელის უცნობი ნახატების კრებული წარადგინეს და მასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

 პროექტი "არტანუჯი ბავშვებისათვის" წარმოადგინა თამარ კაკუბავამ,რომელიც გახლავთ აღნიშნული პროექტის ხელმძღვნელი.

 მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი წიგნების კრებულები და მათი ავტორები-ლეილა სიჭინავა,ნონა ფიფია და მიმოზა ცანავა

 ლეილა სიჭინავამ და ნონა ფიფიამ საზოგადოებას წაუკითხეს საკუთარი შემოქმედებიდან ამონარიდები და ასევე მადლობა გადაუხადეს ჯრებულის დამფინანსებელს მამუკა ხაზარაძეს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისათვის.

+13

გააზიარე