ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“-ს ფარგლებში, დღეს, 19 ივნისს, ქალაქ წალენჯიხაში, სალიას ქუჩა N9-ში თანამედროვე ხელოვნების გალერეა გაიხსნა

19 ივნისი, 2022

წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“-ს ფარგლებში, დღეს, 19 ივნისს, ქალაქ წალენჯიხაში, სალიას ქუჩა N9-ში თანამედროვე ხელოვნების გალერეა გაიხსნა.

 დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და გალერეა ოფიციალურად გახსნეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ,მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, ფერმწერმა და გრაფიკოსმა,საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ლევან ცუცქირიძემ და ბათუმის სამხატვრო სკოლის დირექტორმა და აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ფუტკარაძემ.

 წალენჯიხის სამხატვრო გალერეას ბათუმის აკადემიიდან სხვადასხვა მხატვრების და მათშორის გურამ ფუტკარაძის ნახატები გადმოეცა საჩუქრად.

 გალერეაში გამოფენილი ნამუშევრები არის ორიგინალი და გამორჩეული ხასიათის მატარებელია.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მადლობა გადაუხადეს ფესტივალის ორგანიზატორს გვანცა ჯობავას, ფესტივალის ყველა მონაწილეს, მხატვრებს,პოეტებს, მწერლებს გამომცემლებს და ჩამოსულ სტუმრებს, ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“-ს განხორციელებისთვის.

  ღონისძიების მსვლელობისას აღინიშნა, რომ ლევან ცუცქირიძის სამხატვრო სტუდია ოქტომბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

  სხვა სტუმრებთან ერთად, სამხატვრო გალერეის გახსნას პოლიტიკოსი,"ლელო საქართველოსთვის"დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც ესწრებოდა.

 

გააზიარე