ცხელი ხაზი : 599647050

 წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მხატვარ ანზორ კვარაცხელიას ვერნისაჟი გრძელდება

9 ნოემბერი, 2022

 წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მხატვარ ანზორ კვარაცხელიას ვერნისაჟი გრძელდება.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მხატვრის მიერ შექმნილი ნახატები დაათვალიერეს.

გამოფენაზე გუაშით შესრულებული 21 ნახატია წარმოდგენილი.

 ანზორ კვარაცხელია ათეულ წელზე მეტხანს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრში ხატვის წრის პედაგოგი გახლდათ, მან თავისი ნიჭიერი მოსწავლეების ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოაწყო. მისმა 8 მოსწავლემ კი სამხატვრო აკადემია დაამთავრა.

 გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, ანზორ კვარაცხელიას ნამუშევრების გამოფენა გაგრძელდება 11 ნოემბრამდე.

 

გააზიარე