წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო სემინარი ჩატარდა
წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო სემინარი ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის 21 ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ესწრებოდა.
სემინარი ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სპეციალისტმა ნინო მიქავამ გახსნა.
შეხვედრაზე დამსწრეებს სიტყვით თამარ ბელქანიამ მიმართა.
ითქვა, რომ ბიბლიოთეკა კულტურის, განათლების, ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრად უნდა იქცეს.
სოფლის ბიბლიოთეკებს, განსაკუთრებით საოკუპაციო გამყოფ ხაზზე ეროვნული უსაფრთხოების ფუნქცია აკისრია, რადგან სწორედ წიგნს, წიგნიერებასა და განათლებას მოაქვს სწორი ეროვნული ღირებულებები.
დღეს სოფლის ბიბლიოთეკები სავალალო მდგომარებაშია და მისი ინფრასტრუქტურა-წიგნის ფონდი არ შეესაბამება ეპოქას. ისიც ითქვა, რომ საჭიროა მოზარდი თაობის ბიბლიოთეკით დაინტერესება. ბიბლიოთეკით რომელმაც დღეს საგანმანთლებლო ცენტრის ფუნქცია უნდა იკისროს.
ასევე ითქვა, რომ რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით გამოიცემა ტერენტი გრანელის გრაფიკული ნამუშევრების კრებული, რომელიც წალენჯიხის ყველა ბიბლიოთეკას გადაეცემა.
დღეს კი თამარ ბელქანიამ ტერენტი გრანელის კრებული (ელიზბარ უბილავას გამოცმა) წალენჯიხის ყვლა ბიბლიოთეკას გადასცა. აღნიშნული წიგნები ელიზბარ უბილავას ოჯახმა მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.
ასევე თავიდან გამოიცემა წიგნი წალენჯიხის წალენჯიხა-მაცხოვრის ტაძრის მოხატულობები( ინგა ლორთქიფანიძე, მზია ჯანჯალიას რედაქციით. ჩუბუნიშილის ცენტრი 2011) რომელიც ასევე გადაეცემა ბიბლიოთეკებს.
შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაღუპული წალენჯიხელის ალიკა ცაავას ხსოვნას.