ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი წელს იუნესკოს განათლების ქალაქების ქსელის წევრობის კანდიდატია.

12 ივლისი, 2023

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტი წელს იუნესკოს განათლების ქალაქების ქსელის წევრობის კანდიდატია.

 წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

 ვიზიტი გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიუროს (DVV International) მიერ იყო ორგანიზებული და დაფინანსებული.

 ვიზიტი მიზნად ისახავდა იუნესკოს განათლების ქალაქების ქსელის წევრების გამოცდილების გაზიარებას, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის მნიშვნელობის გაცნობას.

 შეხვედრები გაიმართა ჰამბურგის იუნესკოს ოფისში, გარემოს დაცვის, კლიმატისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქალაქ გელზენკირხენის მერიაში, გელზენკირხენის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ორგანიზაცია DVV International-ის ბონის სათაო ოფისში და სახალხო უნივერსიტეტებში.

 შეხვედრებზე განხილული იყო იუნესკოს განათლების ქსელის წევრი ქალაქების კონცეფცია, მიზნები, სამუშაო გამოცდილება და მიღწევები, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის მნიშვნელობა, მისი ბენფიტები, სტრუქტურათა შორის თანამშრომლობის საუკეთესო მოდელები და პრაქტიკა.

 სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას ღებულობდნენ წალენჯიხის, ამბროლაურის, ახალციხის, სენაკის, ხონის, კასპის მუნიციპალიტეტის მერები, მერის მოადგილეები, საჯარო მოხელეები და ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრების დირექტორები.

 შეგახსენებთ, რომ წევრობაზე განაცხადი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიიდან იუნესკოს ეროვნულ ოფისში, მაისის ბოლოს გადაიგზავნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

+4

გააზიარე