ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლაში უკრაინიდან დევნილი არინა აბულაძე სწავლას შეუდგა.

20 მარტი, 2023

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლაში უკრაინიდან დევნილი არინა აბულაძე სწავლას შეუდგა.

 დედით უკრაინელი არინა მეათე კლასის მოსწავლეა.

 დღეს ის წალენჯიხის მუნიციალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას გაეცნო.შეხვედრაზე მასთან ერთად იმყოფებოდნენ მერის წარმომადგენელი ქალაქ წალენჯიხაში ლელა ხარჩილავა და ოჯახის წევრი.

 მუნიციალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დახმარება აღუთქვეს მას სწავლა-განათლების ხელშეწყობასთან დაკავშირებით,ასევე ხელს შეუწყობენ მის კომუნიკაციას ადგილბრივებთან და სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას.

გააზიარე