ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.

2 აგვისტო, 2023

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.

  სტუდენტური დღეები 2023 მალე სტარტს აიღებს და აღნიშნულიდან გამომდინარე ახალგაზრდებს აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.

 გიორგი ხარჩილავა სტუდენტებს ესაუბრა სტუდენტური დღეების მნიშვნელობაზე,აღნიშნა,რომ პროექტში იქნება როგორც კულტურული ღონისძიებებიასევე სპორტული აქტივობები ,ბევრი სიახლე.

 ასევე ისაუბრეს ახალგაზრდების ახალ იდეებზე, გამოწვევებზე. გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ მათ სრული შესაძლებლობა ეძლევათ ახალი იდეები შესთავაზონ მერიას და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელონ.აქვე აღინიშნა,რომ ახალ იდეებთან და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით, მსგავსი სახის შეხვედრები გაგრძელდება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

გააზიარე