წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საინვენტარიზაციო კომისიის მორიგი სხდომა
დღეს, 6 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საინვენტარიზაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
ეწრებოდნენ:კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდია, მერის წარმომადგენლები ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.
კომისიას მდივნობდა მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი ელენე ბერაია.
კომისიას დაევალა არსებული ქონების აღწერა,რაც გულისხმობს,კომისიის წევრების მიერ ქონების ვიზუალურ დათვალიერებას,გეგმა-გრაფიკის შედგენასა და შესაბამისი დათვალიერების აქტების გაფორმებას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად მიღებული საბოლოო მასალების განხილვა, 29 ივლისს, კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე მოხდება .