წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა
28 თებერვალს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ: მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მერაბ შონია, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, სახაზინო მომსახურებისა და შემოსავლების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ირაკლი ეგია და მერიის ადამიანური რესურსების მართვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი რუსუდან კვარაცხელია, სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი ვინარი აბრალავა.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:
ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეულ ი, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები:
ბენეფიციარები სტაციონარული მომსახურების ნაწილობრივი თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში;
ბენეფიციარები ახალშობილ ოჯახთა ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;
იშვიათი დაავადების მქონე პაციენტები;
დედ-მამით ობოლი ბავშვები;
ბენეფიციარები ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;
დაფინანსდა სარიტუალო ხარჯები;
ასევე დაფინანსდნენ დიალეზზე მყოფი პაციენტები.