ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა

5 April, 2022

  5 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა.

 სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.

 სხდომას ესწრებოდნენ: მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მერაბ შონია, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, სახაზინო მომსახურებისა და შემოსავლების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ირაკლი ეგია და კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:

 ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები:

 ბენეფიციარები სტაციონარული მომსახურების ნაწილობრივი თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში;

 ბენეფიციარები ახალშობილ ოჯახთა ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;

 იშვიათი დაავადების მქონე პაციენტები;

 დედ-მამით ობოლი ბავშვები;

 ბენეფიციარები ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;

 დაფინანსდა სარიტუალო ხარჯები;

 ასევე დაფინანსდნენ დიალეზზე მყოფი პაციენტები.

 

გააზიარე