ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, გაუსაძლისი საცხოვრისის პირობების მქონე ოჯახების დახმარებისათვის კომისია შეიქმნა

24 აგვისტო, 2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, გაუსაძლისი საცხოვრისის პირობების მქონე ოჯახების დახმარებისათვის კომისია შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი, სოციალური პროგრამის საპილოტო პროექტს შეიმუშავებს;

 სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

 სამუშაო კომისიის წევრები არიან მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, კომისიის თავმჯდომარეები.

სამუშაო ჯგუფის მიერ დაიწყო გაუსაძლისი საცხოვრისი პირობების მქონე ოჯახების განცხადებებზე რეაგირება-მონიტორინგი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მედანში, საჩინოსა და ქალაქ წალენჯიხაში სახლები დათვალიერდა.

სამუშაო ჯგუფთან ერთად ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა იმყოფებოდა.

ოჯახების მონიტორინგის შედეგად, სამუშაო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, კომისიის წესით მოხდეს მდგომარეობის შეფასება და ამის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს იმ კრიტერიუმების დადგენაზე, რომლის საფუძველზეც კომისია დადებს დასკვნას, " გაუსაძლისი საცხოვრისი პირობები"-თ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის საცხოვრისით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

გააზიარე