ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ბრძანებით შეიქმა მუნციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო

5 May, 2023

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ბრძანებით შეიქმა მუნციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო.

 საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ხარჩილავა,თავმჯდომარის მოადგილე თამარ ბელქანია.

 საბჭოს წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და მოწვევით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და შშმ პირი მოწვევით.

 დღეს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კი მოხდება ყველა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება,რომელიც შშმ პირთა საკითხებს შეეხება.

 როგორც შეხედრაზე აღინიშნა,პირველ რიგში ყურადღება გამახვილდება ადაპტირებული გარემოს შექმნაზე,ასევე მოხდება შშმ პირთა ჩართვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში.

გააზიარე