წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია მიმდინარეობს.
აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა 15-მდე ძირი მაგნოლიას ჯიშის ნარგავი გუგე ცანავას სახელობის ცენტრალური ბაღის ტერიტორიაზე დარგეს.
დღევანდელ აქციაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ მიმართა წალენჯიხელებს-თავიანთ საკარმიდამო ტერიტორიაზე,ქუჩაზე სიმბოლურად დარგონ თითო ძირი მწვანე ნარგავი,ასევე შემოსწირონ სხვადასხვა ჯიშის მწვანე ნარგავები მუნიციპალიტეტს ქალაქისა და ცენტრალური ქუჩების იერსახის გასალამაზებლად.
გიორგი ხარჩილავას თქმით:ეს აქცია, რომლის სახელწოდებაც არის "ჩემი ოჯახი, ჩემი წინაპარი" , მიზნად ისახავს ჯანსაღი გარემოს შექმნას.
მსგავსი სახის აქციები ინტენსიურად გაგრძელდება და ყველა ქუჩა შეივსება ნარგავებითა და სხვადასხვა ჯიშის ხეხილით,რაც სტიმულს მისცემს ახალგაზრდა თაობას,მათაც გარკვეული წვლილი შეიტანონ ამ კეთილ საქმეში.