წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა მერის წარმომადგენელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა მერის წარმომადგენელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ალბერტ ჭანია ესწრებოდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, რეგიონული და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსებული მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
ყურადღება გამახვილდა ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.