ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

21 სექტემბერი, 2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ყოველკვირეულ სამუშაო შეხვედრაზე მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელ სამუშაოებზე , ასევე სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ბენეფიციართა და მათ მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციები მოისმინა.

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ ეტაპზე 51 პროექტი მიმდინარეობს, დასრულებულია 20 პროექტი, მთლიანობაში კი, 150-მდე პროექტი განხორციელდება.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ,,გრანელობი'-ს დღესასწაულის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ასევე, გასული სამუშაო კვირა შეაფასეს და მუნიციპალიტეტში სხვა მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

 

გააზიარე