ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა

17 იანვარი, 2023

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.

 შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული,მერის მოადგილე თამარ ბელქანია და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ალბერტ ჭანია ესწრებოდნენ.

 შეხვედრაზე 2020-2022 წელს განხორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

 განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი თუ რეგიონალური პროექტების ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოები.

 გიორგი ხარჩილავამ ასევე ისაუბრა 2023 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით და აღნიშნა რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების მეტი ჩართულობა და აქტიური კომუნიკაცია.

 მან მერის წარმომადგენლებს დაავალა წარმოადგინონ ანგარიშები 2020-22 წლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

 შეხვედრაზე აგრეთვე, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ იმსჯელეს.

+3

გააზიარე