ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის

28 ივნისი, 2022

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის.

 დღეს, 29 ივნისს, ქალაქ წალენჯიხაში დემოკრატიის ჰაბში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)-ის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მიმართა .

ასევე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის-(EECMD)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ.

 სამეგრელო-ზემო სვანეთის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზსა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხედვაზე, პრეზენტაცია მკვლევარმა და აღნიშნული პუბლიკაციის თანაავტორმა, გიგი ორმოცაძემ წარადგინა.

 აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, მათ შორის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სამომავლო ეკონომიკურ განვითარებას. პუბლიკაცია წარმოადგენს პირველ ნაბიჯს, როგორც შესაძლებლობას ანალიზზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვისა და წარმოებისთვის.

 აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის პროექტის „ რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ფარგლებში მომზადდა , რომელიც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით ხორციელდება.

 შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ ,მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და EECMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ უპასუხეს.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, ასევე, ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების შესახებ.

 შეხვედრის ბოლოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და EECMD-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

გააზიარე