ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო

16 სექტემბერი, 2022

დღეს, 16 სექტემბერს "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე"-ს ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო,რომელში მუნიციპალიტეტის მერიისა და სხვადასხვა ა(ა)იპ-ის თანამშრომლები,მერის წარმომადგენელები ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაერთნენ

  დასუფთავების აქციაში ტერიტორიების მიხედვით,ასევე ჩაერთნენ სოციალურად დაუცველთა დასაქმების ფარგლებში დასაქმებული ბენეფიციარები.

  აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების სწორად მართვაა, რაც ზეგავლენას ახდენს გარემოს გაუმჯობესებაზე და კლიმატის ცვლილების პროცესზე.

  სწორედ ამ მიზნით ყოველი წლის სექტემბერში მთელს მსოფლიოში საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), იმართება.რომელიც1993 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა ჩართულია 130-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე, ხელისუფლებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

  კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

  საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტარდება 2010 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით.

 მიმდინარე წელს კი კამპანია ჩატარდება პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ („Keep Georgia Tidy”) ფარგლებში1, 16, 17, 18 სექტემბერს. 2022 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია

- ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო.

 

გააზიარე