ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დღეს 26 დეკემბერს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა

26 დეკემბერი, 2022

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დღეს 26 დეკემბერს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა.

 გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე მოწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

  ღონისძიებები გახსნეს ადგილობრივმა ანსამბლებმა და მუსიკოს-შემსრულებლებმა.

 დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს წალენჯიხელებს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ.

  საღამოს კი, ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გამართეს ანსამბლმა-"ქუჩის ბიჭებმა".

  საღამო ლამაზი ფოიერვერკით დასრულდა  

 

გააზიარე