ცხელი ხაზი : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გრანელობა 2022-ის ფარგლებში,დასკვნითი ღონისძიებები დილის 9:00 საათიდან მიმდინარეობს

10 ოქტომბერი, 2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გრანელობა 2022-ის ფარგლებში,დასკვნითი ღონისძიებები დილის 9:00 საათიდან მიმდინარეობს.

  მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში ტერენტი გრანელის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი იქნა გადახდილი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ასევე ღონისძიებების ფარგლებში, გრანელის სახელობის სახლ-მუზეუმში, ლიტერატურული კომპოზიცია "გრანელი" გაიმართა.რომელშიც ა(ა)იპ სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეთა სახლის საგანმანათლებლო განყოფილების ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები მონაწილეობდნენ(პედაგოგი სოფო-თეო კვარაცხელია).

 ღონისძიება საზეიმოდ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მიმართა.

 ღონისძიების მსვლელობისას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მოწვეულ სტუმრებს დღევანდელი დღე მიულოცა და ახალგამოცემული ტერენტი გრანელის უცნობი ნახატების კრებული გააცნო.

  გიორგი ხარჩილავამ მადლობა გადაუხადა ფორმულა ჯგუფს და წიგნის რედაქტორს თამაზ ვარვარიძეს აღნიშნული კრებულის გამოცემისთვის,რომელიც პოეტის 800-ზე მეტ ნახატს მოიცავს .

  ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მოწვეული სტუმრები ქალაქ ბათუმიდან-პოეტი ბელა ქებურია,კვირკველიების საგვარეულოს წარმომადგენლები და ბათუმში შექმნილი გრანელის ბიუსტის ავტორი ნოდარ კვირკველია, ჩხოროწყუელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე კოტე ნაჭყებია და სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.

  აღსანიშნავია, რომ გრანელის სახლ-მუზეუმში გამართული საღამო ვიოლინოსა და ელექტრონული პიანოს თანხლებით მიმდინარეობდა.

 დასასრულს,ლიტერატურული კომპოზიცია "გრანელი"-ს ფარგლებში დაჯილდოვდნენ კონკურსში მონაწილე მოსწავლეები წალენჯიხის,ქალაქ ჯვარისა და ჩხოროწყუს საჯარო სკოლებიდან.

 

გააზიარე