ცხელი ხაზი : 599647050

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა აშენდება

14 მარტი, 2023

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა აშენდება.

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

 პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა შემდეგი სკოლების მშენებლობაზე:

 ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა,

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის №2 საჯარო სკოლა,

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს №1 საჯარო სკოლა (ოპტიმიზირებული კორპუსი),

სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი მოხმარდება.

შეიძლება იყოს outdoors გამოსახულება

გააზიარე