ცხელი ხაზი : 599647050

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნები მიმდინარეობს

8 ივნისი, 2023

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნები მიმდინარეობს.

 მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული არჩევნების პროცესში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგისტრირებულია 200-მდე კანდიდატი, საიდანაც აირჩევა საზოგადოებრივი საბჭოების 98 წევრი.

 არჩევნების მიმართ მაღალი აქტიურობაა ამომრჩეველთა მხრიდანაც. მაქსიმალური გამოცხადება ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში დაფიქსირდა, სადაც არჩევნებში 164-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

 სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის მერთან არსებული მუდმივმოქმედი, არჩევითი სათათბირო ორგანო, რომლის ფუნქციაა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების შემუშავება, მიღებასა და მათ აღსრულებაზე საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა.

 სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის "წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიის" ერთ-ერთი მექანიზმი. ქარტია მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობას, თანამმართველობის რეალური მექანიზმების დანერგვას და წალენჯიხის მაგალითზე ძალაუფლების დეცენტრალიზაციის, მოქალაქეთა ჩართულობის პრეცედენტის შექმნას.

გააზიარე