ცხელი ხაზი : 599647050

 წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემიის პირველი გამოშვება საზეიმოდ შედგა

17 აგვისტო, 2022

 წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემიის პირველი გამოშვება საზეიმოდ შედგა.

 ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა.

 დღევანდელ ღონისძიებას დაესწრო აკადემიის დამაარსებელი მამუკა ხაზარაძე, ასევე სტუმრები შორის იყვნენ ჰოლანდიის "ვაგენჰეიგის"უნივერსიტეტის პროფესორ-ექსპერტები, საკრებულოს წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

 დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მამუკა ხაზარაძემ.

 აღინიშნა, რომ წალენჯიხაში გაგრძელედება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება,რაც მნიშვნელოვანი იქნება თითოეული წალენჯიხელისთვის.

  სერტიფიკატი 28 კურსდამთავრებულს გადაეცა, ითქვა, რომ 5 მათგანი სხვადასხვა კომპანიაში დასაქმდება.

 დღეს, 16:00 საათიდან აკადემიის მეორე ნაკადის რეგისტრაცია დაიწყება საიტზე-Tsalenjikha ITSchool.

 

გააზიარე