ცხელი ხაზი : 599647050

ჭადრაკის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

26 April, 2023

ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

 აღნიშნულ პროექტს ფორმულა ჯგუფი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შიდა სივრცე, მოეწყო სველი წერტილები,გათბობის სისტემა, განათებები, იცვლება დგამ-ავეჯი, ჭადრაკის დაფა და სხვა.

 ეს არის მესამე პროექტი, რომელიც ფორმულა ჯგუფის მიერ შესრულდა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი მულტიფუნქციური ჭადრაკის სახლი და თაობებს მოემსახურება.

+2

გააზიარე