ცხელი ხაზი : 599647050

ჩემპიონების დაჯილდოვება

25 May, 2022

  მიმდინარე წლის 14-15 მაისს, ქალაქ თბილისში ჩატარდა ახალგაზრდული ღია ჩემპიონატი მძლეოსნობაში 2006-2007-2008.წ.წ დაბადებულთა შორის.

  შეჯიბრზე წალენჯიხის სასპორტო ცენტრის მძლეოსანთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

 წალენჯიხის გურამ ჩალიგავას "კაჩალინი"-ს სახელობის ფეხბურთის მოედანზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის დირექტორმა გელა თოლორაიამ გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

  გიორგი ხარჩილავამ ამავდროულად მოედანზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

  უნდა აღინიშნოს, რომ გურამ ჩალიგავას სახელობის ფეხბურთის მოედანი დღეიდან ა(ა)იპ სასპორტო ცენტრს სარგებლობაში გადმოეცა.

 

გააზიარე