წინასაახალწლო კონცერტი წალენჯიხაში
დღეს, 29 დეკემბერს, გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ქართველი რეპერის, ლექსენისა და მისი ჯგუფის წევრების მონაწილეობით წინა საახალწლო კონცერტი გაიმართა,სადაც ლექსენისა და ბიგ -თიკოს ყველა ცნობილი სიმღერა შესრულდა.
მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდებსა და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ.
კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.