ცნობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება სამართლებრივი აქტების მისაღებად შემდეგ სამართლებრივი აქტების პროექტებზე:
1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის შესახებ
2.,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის შესახებ
4.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობაში - გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
საკრებულოს კომისიების სხდომები საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება შემდეგი გრაფიკით:
ა) საკრებულოს სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა- 2023 წლის 21 ივლისი 11:00 საათი;
ბ) საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა - 2023 წლის 25 ივლისი- 11:00 საათი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება 2023 წლის 28 ივლისს 12 საათზე. (მისამართი:ქ.წალენჯიხა, სალიას ქ.N5).
განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, საკრებულოს შესაბამისი კომისიების დასკვნების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებების, შენიშვნების წარმოდგენა საკრებულოს აპარატში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მ/წლის 27 ივლისისა (მის.ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. N5 აპარატის უფროსი იზოლდა მოლაშხია. ტ. 599 85 71 02).
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი